ერთა ლიგის ფორმატი და კალენდარი

თარიღი: 2:34 AM 2025-12-02 | ნანახია: 549

https://img.uefa.com/MultimediaFiles/Photo/competitions/General/02/50/91/33/2509133_w1.jpg
მოგეხსენებათ, საქართველომ უკვე დაასრულა მორიგი შესარჩევი ციკლი, რომელიც ისევე დასრულდა როგორც ვართ მიჩვეულნი, კარგად ვთამაშობდით თუმცა ჯგუფში ჩავრჩით... უეფა ახალი ტურნირის ჩატარებას გეგმავს რომელშიც ჩვენი დონის გუნდებსაც ექნებათ დიდი შანსი რომ რომელიმე დიდ საფეხბურთო ფორუმზე მოხვდნენ და აიხდინონ ოცნებები, რომელიც აგერ რამდენიხანია ვერ ავიხდინეთ ქართველმა ქომაგებმა.
ტურნირის სახელწოდება იქნება "ერთა ლიგა", რომელშიც ყველა ევროპული ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.
ლიგები ასე განაწილდება:

ლიგა A

გერმანია, პორტუგალია, ბელგია, ესპანეთი, საფრანგეთი, ინგლისი, შვეიცარია, იტალია, პოლონეთი, ისლანდია, ხორვატია, ნიდერლანდები

ლიგა B

ავსტრია, უელსი, რუსეთი, სლოვაკეთი, შვედეთი, უკრაინა, ირლანდიის რესპუბლიკა, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ჩრდილოეთ ირლანდია, დანია, ჩეხეთი, თურქეთი

ლიგა C

უნგრეთი, რუმინეთი, შოტლანდია, სლოვენია, საბერძნეთი, სერბეთი, ალბანეთი, ნორვეგია, მონტენეგრო, ისრაელი, ბულგარეთი, ფინეთი, კვიპროსი, ესტონეთი, ლიტვა

ლიგა D

აზერბაიჯანი, ბელორუსია, საქართველო, სომხეთი, ლატვია, ფარერის კუნძულები, ლუქსემბურგი, ყაზახეთი, მოლდოვა, ლიხტენშტეინი, მალტა, ანდორა, კოსოვო, სან-მარინო, გიბრალტარი

ლიგები ნაკრებთა რეიტინგებით მოეწყო, სადაც გათვალისწინებულია თუ რომელ ადგილზეა ნაკრები, რომ ლიგების დონე თანაბარი იყოს.

პირველ ლიგაში ითამაშებენ ტოპგუნდები, რომელთა რაოდენობაც 12-ია.
პირველი და მეორე ლიგა შედგება ოთხი ჯგუფისგან, თითოეულში იქნება სამი ნაკრები.
მესამე ლიგა შედგება ერთი სამგუნდიანი ჯგუფისგან და სამი ოთხგუნდიანი ჯგუფისგან.
ხოლო რაც შეეხება ბოლო ჯგუფს , რომელიც ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს, აქ შედგება 4 ჯგუფი, თითოეული ოთხი გუნდისგან.

A ლიგის ჯგუფის გამარჯვებულები გავლენ ძირითადი ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, ხოლო შემდეგი სამი ლიგის ჯგუფის გამარჯვებულები დაწინაურდებიან კლასით მომდევნო ლიგებში.
მოცემული ტურნირის წილისყრა შედგება 2018 წლის 24 იანვარს. რაც შეეხბა ევროოპის საკვალიფიკაციოს, მისი ფორმატი დიდად არ იცველბა, უბრალოდ სექტემბრის ნაცვლად ტურნირი სტარტს აირებს 2019 წლის მარტში. 20 საგზური გათამაშდება სწორედ ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ხოლო რაც შეეხება შემდეგ 4 საგზურს, აქ იმოქმედებს ფლეიოფის სისიტემა. მასში მიიღებს მონაწილეობას ერთა ლიგის 16-ივე ჯგუფის გამაჯვებული. თუკი რომელიმე ლიგის გამარჯვებულმა უკვე მიიღო ევრო2020-ის საგზური მაშინ ფლეიოფში მონაწილეობის მიღებას შეძლებს მის შემდეგ მყოფი საუკეთესო გუნდი ჯგუფში და თუ ლიგაში ყველა გუნდმა მოიპოვა საგზური ევროპის ჩემპიონატზე, მაშინ ფლეიოფში თამაშის უფლებას მოიპოვებს შემდეგი ლიგიდან ის გუნდი რომელიც აკმაყოფილებს ყველა წინა პირობას.

რაც შეეხება განრიგს, ის უეფამ უკვე დაალაგა და ასე გამოიყურება :
მატჩი 1: 6–8 სექტემბერი 2018
მატჩი 2: 9–11 სექტემბერი 2018
მატჩი 3: 11–13 ოქტომბერი 2018
მატჩი 4: 14–16 ოქტომბერი 2018
მატჩი 5: 15–17 ნოემბერი 2018
მატჩი 6: 18–20 ნოემბერი 2018
კენჭისყრა: დეკემბრის პირველი რიცხვები 2018 წელი
ფინალები : 5–9 June 2019
UEFA EURO 2020 play-off კენჭისყრა: 22 ნოემბერი 2019
UEFA EURO 2020 play-off : 26–31 მარტი 2020



სპორტის სახეობა: საქართველო - ErovnuliLIga

პატივცემულო სტუმარო, თქვენ საიტზე შემოხვედით როგორც არადარეგისტრირებული მომხმარებელი.
კომენტარის დასამატებლად დარეგისტრირდით ან გაიარეთ ავტორიზაცია თქვენი სახელით.
სულ გამოხმაურება: : 1
ავტორი: FREEKICK | დრო: 2017-10-11, 2:32 PM კომენტარი#1

დააფიქსირეთ რა შანსები გვაქვს ამ ტურნირზე smile
0
s" type="text/javascript">

რას ფიქრობთ სიახლეზე?

გამოიყენეთ ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )
სახელი *:
E-mail:



 

скачать шаблоны для ucoz

FreeKick - გაიგე მეტი !