"კოლხეთი 1913" აფრიკულ ბაზარზე გავიდა

თარიღი: 2:34 AM 2025-12-02 | ნანახია: 572

https://i.ytimg.com/vi/90Rz-WTTA4c/maxresdefault.jpg
ფოთის "კოლხეთი 1913"- მა საინტერესო ტანსფერები განახორციელა..
ერთი მათგანი 22 წლის შემტევი ნახევარმცველი ლუის ტერა ხამადი გახლავთ, რომელმაც ხელშეკრულება მომდევნო სეზონის ბოლომდე გააფორმა. საინტერესოა, რომ ტერას ფრანგული "ნიცას" სარეზერვო გუნდში უთამაშია, ხოლო კენიაში ქვეყნის 2016 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს.
მეორე კენიელი ლეგიონერი ერიკ ოუმა ოტიენოა, რომელიც 2015 წლიდან დედაქალაქ ნაირობის "გორ მაჰიაში" თამაშობს. 20 წლის მარცხენა
მცველი 2016 წელს ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს, სადაც უკვე 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა. სადებიუტო შეხვედრა 31 მაისს, სუდანთან ამხანაგურ სპარინგში ჰქონდა, ბოლოს კი 15 ნოემბერს, ლიბერიასთან (2:1 კენიელთა სასარგებლოდ) ათამაშეს.

ცნობისთვის, კენია ფიფას ბოლო რეიტინგში 87-ე ადგილზეა და საქართველოს (121) მთელი 34 პოზიციით უსწრებს.

სპორტის სახეობა: საქართველო - ErovnuliLIga

პატივცემულო სტუმარო, თქვენ საიტზე შემოხვედით როგორც არადარეგისტრირებული მომხმარებელი.
კომენტარის დასამატებლად დარეგისტრირდით ან გაიარეთ ავტორიზაცია თქვენი სახელით.
სულ გამოხმაურება: : 0
s" type="text/javascript">

რას ფიქრობთ სიახლეზე?

გამოიყენეთ ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )
სახელი *:
E-mail:



 

скачать шаблоны для ucoz

FreeKick - გაიგე მეტი !