რევაზ ძოძუაშვილი : ჩვენმა ნაკრებმა მაგალითი ირალდიისგან უნდა აიღოს

თარიღი: 3:30 AM 2025-12-02 | ნანახია: 582

http://s020.radikal.ru/i713/1509/a9/0d51a16cf8b0.png
ეროვნული გუნდის ყოფილმა მწვრთნელმა რევაზ ძოძუაშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი განვლილი მატჩი შეაფასა . მან თქვა რომ პროგრესი სახეზეა , თუმცა ევროპული ნაკრებებისგან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ.

- ბატონო რევაზ, ჯერ ზოგადად შევაფასოთ საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი მატჩი შოტლანდიასა და ირლანდიასთან...

- კმაყოფილი უნდა ვიყოთ იმით, რომ შინ შოტლანდიის ძლიერი ნაკრები დავამარცხეთ. ეს ხომ იოლი არაა, ყველამ ვნახეთ თუ რა წინააღმდეგობა გაუწია შოტლანდიამ გერმანიის სუპერნაკრებს... კმაყოფილი უნდა ვიყოთ იმით, რაც ნათლად გამოჩნდა: ჩვენ შეგვწევს ძალა, დავამარცხოთ შოტლანდია და თითქმის ტოლ-სწორად ვეთამაშოთ ირლანდიას. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია, ვითამაშოთ და უნდა ვითამაშოთ კიდეც დიდ ტურნირებზე, მაგალითად, რუსეთში 2018 წელს გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე. ამ შესარჩევ ციკლში კი მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რომ უბრალოდ უკეთესად ავაწყოთ თამაში. საქართველოს ნაკრების სამმა ცენტრალურმა მცველმა ორივე შეხვედრაში შესანიშნავად ითამაშა. შოტლანდიის ნაკრებთან მათი გარჯა კი მე, უბრალოდ, "უნაკლო" მგონია. 90 პროცენტით მათი დამსახურებაა, რომ თბილისში 3 ქულა ავიღეთ. ამას რომ ვამბობ, არ მინდა დავაკნინო სხვების კარგი თამაში, მაგრამ დაცვის როლი ძალიან დიდი იყო ამ გამარჯვებაში. საერთოდ, ყველაზე მეტად ფეხბურთში ის გუნდი ფასობს, რომელიც მოწინააღმდეგისგან რაღაცას სწავლობს. მოდით, გადმოვიღოთ ირლანდიისაგან ის, რაც კარგი აქვს. პრესინგი, კოლექტიური შეტევა - კარგი იქნება, თუ ამას ვისწავლით ირლანდიელებისგან. მეორე ტაიმში მათ შეტევაში ძალიან კარგი თამაში აჩვენეს. ჩვენ დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ კოლექტიურ შეტევას, მეტად უნდა დავბალანსდეთ ამ რგოლში...

- თქვით, რომ ამ ორ მატჩში ყველაზე მეტად დაცვის თამაში მოგეწონათ. მაშ, რა ვუყოთ ირლანდიასთან გაშვებულ გოლს?

- ახლაც ვამბობ: ცენტრალურ მცველებს კიდევ ერთხელ ვეტყვი დიდ მადლობას. რაც შეეხება გოლს, იმ ეპიზოდში ყველა ერთმანეთის იმედად დარჩა. ჯერ არ ვართ იმ დონეზე რომ ყველა მატჩი ჩვენმა დაცვამ ერთნაირად მაღალ დონეზე ითამაშოს, წამით მოვდუნდით ირლანდიასთან, ფაქტობრივად ერთი შეცდომა დავუშვით რაც გოლით დასრულდა საწმუხაროოდ.

- რაში უჭირს დღეს საქართველოს ნაკრებს?

- კარგი იქნება, თუ ჩვენი მცველები უფრო მეტად ჩაერთვებიან შეტევებში. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მცველებმა კარგად ითამაშეს მხოლოდ დაცვაში და არა - შეტევაში. არადა, თანამედროვე ფეხბურთში, და ამაში ყველა პროფესიონალი დამეთანხმება, მცველი შეტევებშიც აქტიურად უნდა ჩაერთოს. მოსამატებელი გვაქ ფიზიკურ გამძლეობაშიც, რათა ფეხბურთელები 90-ე წუთზე ისე გამოიყურებოდნენ თითქოს მატჩი ახლახან დაიწყო.

-რას იტყვით გუნდის შემტევით ხაზზე?

-გვაქვს იმის რესურსი, რომ შეტევაში თუნდაც ინდივიდუალიზმისა და ცალკეული ფეხბურთელების გაქანებით გავიდეთ ფონს. ძალიან კარგია, რომ საქართველოს ნაკრებს ჰყავს ისეთი დონის ცენტრფორვარდი, როგორიც ლევან მჭედლიძეა. ის კიდევ მოუმატებს. შოტლანდიასთანაც და ირლანდიასთანაც ლევანმა ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა.

სპორტის სახეობა: ნაკრებები - National

პატივცემულო სტუმარო, თქვენ საიტზე შემოხვედით როგორც არადარეგისტრირებული მომხმარებელი.
კომენტარის დასამატებლად დარეგისტრირდით ან გაიარეთ ავტორიზაცია თქვენი სახელით.
სულ გამოხმაურება: : 0
s" type="text/javascript">

რას ფიქრობთ სიახლეზე?

გამოიყენეთ ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )
სახელი *:
E-mail:



 

скачать шаблоны для ucoz

FreeKick - გაიგე მეტი !