საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდს, ლევან მჭედლიძეს იტალიურ “ემპოლისთან” კონტრაქტის ვადა ეწურება.
იტალიური პრესის ინფორმაციით კი, უკვე გადაწყვეტილია, რომ 25 წლის ფეხბურთელი "ემპოლისთან" ახალ, 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და “ემპოლიში” ის 2018 წლამდე დარჩება, თუმცა არც სხვა გუნდში გადაბარგებას გამორიცხავენ განსაკუთრებით ნაკრებში ჩატარებული კარგი თამაშების შემდეგ.
მოგეხსენებათ, მჭედლიძე “ემპოლიში” 2007 წლიდან ირიცხება. 2 წლის განმავლობაში ის “პალერმოში” იყო განათხოვრებული, ამჯერად კი "ემპოლი" სერია ა-ს ბინადარია და საკმაოდ კარგადაც გამოიყურება.





