ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი პოლონეთისა და გიბრალტარის ეროვნულ ნაკრებებს შორის მასპინძელთა გამარჯვებით 8:1 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ გიბრალტარმა ისტორიული გოლი გაიტანა პოლონელების წინააღმდეგ, რადგან აქამდე მათ სტუმრად საერთოდ არ ჰქონდათ ბურთი გატანილი. ამ ისტორიული გოლის ავტორი კი გოსლინგი გახდა.
შემდეგ შეხვედრას გიბრალტარი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ, “დინამო არენაზე” გამართავს და იმედია კიდევ უფრო არ გაიმდიდრებენ ისტორიულ მომენტებს.





