ცხადაძემ მჭედლიძეს ტრავმასა და გუშინდელ თამაშზე ისაუბრა

თარიღი: 3:30 AM 2025-12-02 | ნანახია: 531

http://sazogadoeba.ge/articles_news_images/30311/cxadadze.jpg
ირლანდია-საქართველოს თამაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე შეაფასა. მისი თქმით, ქართველ ფეხბურთელებს ყველასთან ტოლ-სწორად შეუძლიათ თამაში.

“მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ფეხბურთელებს მცირე დაზიანებები ჰქონდათ, მათი ასპარეზობით კმაყოფილი ვარ. ნათლად გამოჩნდა, რომ ყველასთან შეგვიძლია კარგად თამაში, გამარჯვებაც შეგვიძლია. ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ. კიდევ ბევრი უნდა ვიმუშავოთ და დარწმუნებული ვარ პროგრესი გვექნება – მთავარი მიზანი რაც არის მომდევნო შესარჩევში წარმატებით თამაშია, და მჯერა ამას მოვახერხებთ.

ყველაზე ცუდი რაც მოხდა, ეს იყო მჭედლიძის ტრავმა, რამაც, ფაქტობრივად, ფორმალური გახადა თამაში. რთული იყო ცენტრფორვადის გარეშე უფრო ეფექტურად შეგვეტია და გოლი გაგვეტანა.... ჯერჯერობით ზუსტად ვერ ვიტყვი თუ რამდენად სერიოზულია მისი დაზიანება, თუმცა იმედი მაქვს ლევანი მალე ჩადგება მწყობრში.”
- თქვა ეროვნული ნაკრების თავკაცმა....

აგრეთვე ცხადაძემ იმ ახალგაზრდებზეც ისაუბრა, რომლებსაც მან გუშინდელ მატჩში თავის გამოცენის შესაძლებლობა მისცა და მოედანზე შეცვლაზე შეუშვა... კერძოდ კი ეს ცინცაძესა და პაპუნაშვილს ეხებათ

"ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს გუნდის გაახალგაზრდავება, დღევანდელმა თამაშმა კი დაგვანახა, კიდევ ბევრი სჭირდებათ ამ ფეხბურთელებს, რომ ჩვენი მიზნისთვის იყვნენ მზად. ჩვენ შეგვიძლია გუნდი გადავაკეთოთ და 19-20 წლის ფეხბურთელები ვათამაშოთ, მაგრამ ჩვენი მიზანია შერწყმა მოხდეს გამოცდილი და ახალგაზრდა მოთამაშეების. ორივეს (პაპუნაშვილს და ცინცაძეს) ბევრი აქვთ სამუშაო, რომ ძირითადში მოხვდნენ. ჩემ მიმართ აქვთ პრეტენზიები, რატომ არ ვაყენებ ძირითადში ახალგაზრდებს. დღეს გამოჩნდა, რამხელა განსხვავებაა სწრაფ აზროვნებასა და თამაშში”

სპორტის სახეობა: ნაკრებები - National

პატივცემულო სტუმარო, თქვენ საიტზე შემოხვედით როგორც არადარეგისტრირებული მომხმარებელი.
კომენტარის დასამატებლად დარეგისტრირდით ან გაიარეთ ავტორიზაცია თქვენი სახელით.
სულ გამოხმაურება: : 0
s" type="text/javascript">

რას ფიქრობთ სიახლეზე?

გამოიყენეთ ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )
სახელი *:
E-mail:



 

скачать шаблоны для ucoz

FreeKick - გაიგე მეტი !