გუშინ, “ბარსელონა” თბილისში ჩამოფრინდა. კატალონიელები საქართველოს დედაქალაქს სუპერთასის მატჩის წინა დღეს ესტუმრნენ.
ესპანეთის დატოვების წინ, ლუის სუარესმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის წერდა: “გზად თბილისისკენ, წინ “ბარსელონა”.”
სუარესმა პირველ პოსტში თბილისის ნაცვლად თიბლისი დაწერა. რამდენიმე საათის შემდეგ მან სტატუსი შეასწორა, თუმცა, თბილისის სახელი ვერც მეორედ დაწერა სწორად.
ამასთან დაკავშირებით, Eurosport-მა დაწერა სიახლე.
გამოცემამ ხუმრობით დაწერა: “ორშაბათს, ურუგვაელი გეგმავს, რომ იდუმალ თიბლისს ესტუმროს.”





