“ლიონის” თავდამსხმელ კლინტონ ნ’ჯიეს შანსი აქვს, კარიერა “უაიტ ჰარტ ლეინზე” გააგრძელოს. L’Equipe ამტკიცებს, რომ კამერუნის ეროვნული ნაკრების 21 წლის ფეხბურთელი, სავარაუდოდ, “ნისლიან ალბიონზე” გადავა.
“ტოტენჰემი” და “ლიონი” ახლოს არიან ფეხბურთელის ტრანსფერის შეთანხმებასთან.
ლიგა 1-ის გასულ სეზონში კლინტონმა 30 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.





