იტალიელი ნახევარმცველი სიმონე პეპე უახლოეს მომავალში კონტრაქტს “კიევოსთან” მოაწერს, იტყობინება – Sport Mediaset.
31 წლის ნახევარმცველი უახლოეს დღეებში “მფრინავ ვირებთან” სამედიცინო შემოწმებას გაივლის და მხოლოდ ამის შემდეგ მოაწერს კონტრაქტს ხელს.
შეგახსენებთ, რომ ჰავბეკი ამჟამად თავისუფალი აგენტის სტატუსით საგებლობს. ის 2014/15 წლების სეზონში “იუვენტუსში” ირიცხებოდა.





