“სტოკ სიტის” მთავარი მწვრთნელი მარკ ჰიუზი კიევის “დინამოს” უკრაინელი ფეხბურთელის ანდრეი იარმოლენკოს გადაბირებას კვლავ ცდილობს.
“ ჩვენ ყვეალფერს ვაკეთებთ, რათა ეს ტრანსფერი განხორციელდეს, – ციტირებს Stoke Sentinel მარკ ჰიუზს, – ჩვენი მოლაპრაკებები იმ ეტაპზე არ არის, რომ ხელები ჩამოვყაროთ და ჩვენი სატრანსფერი სამიზნე ხელიდან გავუშვათ."
გასულ სეზონში იარმოლენკომ 26 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 14 გოლის გატანა და 13 შედეგიანი გადაცემის გაკეთება მოახერხა.




