“დილას” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოს ჩემპიონს გიორგი ნავალოვსკი, გიორგი პაპავა და ალექსეი შევჩენკო დაემატა.
ნავალოვსკი ეროვნული ნაკრების წევრია, ბოლოს იგი რუსულ “ტოსნოში” ტამაშობდა.
თბილისის “დინამოს” ყოფილი ფეხბურთელი - გიორგი პაპავა 2015 წლის იანვარში კვიპროსულ “ნეა სალამინაში” გადავიდა და 6 თვიანი პერიოდის შემდეგ სამშობლოს დაუბრუნდა.
2015 წლის მარტში კიევის “დინამომ” შევჩენკო “ტორპედოში” გაანათხოვრა, ამჟამად კი “დილაში” ერთწლიანი იჯარის წესით გაუშვა. იმედია ეს მეკარე გაამართლებს იმედებს.
27 ივნისს უჩა სოსიაშვილმა თურქულ შეკრებაზე გუნდი სრული დატვირთვით ავარჯიშა, ნავალოვსკი, პაპავა და გუგა ფალავანდიშვილი კი ინდივიდუალურად გაისარჯნენ.





