Biletebi.ge-ს "კავკასუს ონლაინი" დაეხმარება

თარიღი: 3:30 AM 2025-12-02 | ნანახია: 745

http://sputnik-georgia.com/images/22770/57/227705773.jpg
ბოლო დღეებია საკმაოდ აქტუალური თემაა უეფას სუპერტასის ბილეთების გაყიდვა. ქართულმა კომპანია Biletebi.ge-მ ვერ გაუძლო დიდ დატვირთვას და ვეღარ შეძლო ბილეთების რეალიზაცია.
გუშინ ფეხბურთის ფედერაციაში საიტის წარმომდგენლები იყვნენ და მათთან ერთად ფედერაციას ესტუმრნენ "კავკასუს ონლაინის" თანამშრომლებიც, რომლებმაც დახმარება აღუთქვეს ბილეთების საიტს.

"ინიციატივა გამოიჩინა "კავკასუსმა", რომელიც მზად არის, იმდენი ტრაფიკი, ინტერნეტის იმდენი სიმძლავრე მოგვაწოდოს, რომ ყველა ერთად შევიდეთ სისტემაში. ეს არის ჩემი მიზანი, რომ ყველა გულშემატკივარს სისტემაში შესვლის და ბილეთების არჩევის საშუალება ჰქონდეს. ბევრი კი არ არის, სულ არის 24 000 ბილეთი", - თქვა ზვიად სიჭინავამ.

ფედარიციის პრეზიდენტმა ბილეთების რეალიზაციასთან წარმოქმნილ პრობლემაზეც ისაუბრა...

"ჩვენ ვიყავით მზად და როდესაც უეფას მივმართეთ, რომ ფეხბურთის ფედერაცია მზად ვიყავით, მოგვეცით და ჩვენ გავყიდით ჩვენს ლიმიტს და სხვა ბილეთებსაც, გვითხრეს უარი, რადგან მათ ჰქონდათ უფრო დიდი გამოცდილება, 6 წლის მუშაობა ბილეთებთან. საბოლოოდ გადაწყვეტილება უაფამ მიიღო და ეს საიტი აირჩია თავის პარტნიორტად. მზად ვართ გამოვიყენოთ ის რესურსი, რაც გააჩნია biletebi.ge-ს, მაგრამ ჩვენ ჩავრთავთ ამაში რამდენიმე კომპანიას, რათა ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა, ბილეთები იყიდოს", - განაცხადა ზვიად სიჭინავამ.

სავარაუდოდ, ქართველი გულშემატკივრებისთვის ბილეთებს ისევ biletebi.ge გაყიდის, ხოლო უცხოელებისთვის განსაზღვრული ბილეთების გაყიდვაზე გადაწყვეტილებას უეფა მიიღებს, მათთვის გამოყოფილია 6 ათასამდე ბილეთი, 5000-5000 ბილეთს კლუბების ფანებს გადაეცემათ ხოლო დანარჩენი ბილეთები კი უკვე უეფასა და სხვა ოფიციალურ პირებს გადაეცემათ.

სპორტის სახეობა: სხვა ლიგები - Other

პატივცემულო სტუმარო, თქვენ საიტზე შემოხვედით როგორც არადარეგისტრირებული მომხმარებელი.
კომენტარის დასამატებლად დარეგისტრირდით ან გაიარეთ ავტორიზაცია თქვენი სახელით.
სულ გამოხმაურება: : 0
s" type="text/javascript">

რას ფიქრობთ სიახლეზე?

გამოიყენეთ ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )
სახელი *:
E-mail:



 

скачать шаблоны для ucoz

FreeKick - გაიგე მეტი !