უეფას სუპერთასის ბილეთები ქართველებისთვის და უცხოელებისთვის ცალ-ცალკე გაიყიდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ეკა ელოშვილმა განუცხადა.
სავარაუდოდ, ქართველი გულშემატკივრებისთვის ბილეთებს ისევ Biletebi.ge გაყიდის, ხოლო უცხოელებისთვის განსაზღვრული ბილეთების გაყიდვაზე გადაწყვეტილებას უეფა მიიღებს.
"უეფამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქართველი გულშემატკივრისთვის და უცხოელი გულშემატკივრისთვის ბილეთები ერთიანად აღარ გაიყიდება. ქართველი გულშემატკივრისთვის განსაზღვრული 24 000 ბილეთი ცალკე გაიყიდება, ხოლო უცხოელებისთვის განსაზღვრული 6 000 - ცალკე."-განაცხადა ელოშვილმა.





