ბარსელონას” პრეზიდენტობის კანდიდატმა ჟოან ლაპორტამ, წინაასარჩევნო კამპანიის ფარგლებში განაცხადა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში გუნდს ტურნირის “იუვენტუსის” ფრანგი ნახევარმცველის, პოლ პოგბას შეძენის კარგი შანსი ექნება. კატალონიელები აქამდეც ცდილობდნენ ახალგაზრდა ფრანგის შეძენას, თუმცა იუვენტუსმა თავისი ტალანტი არსად არ გაუშვა.
"პოგბა ის ფეხბურთელია, რომელსაც ყველაფერი წინ აქვს, თუმცა ის ისეთი პროფესიონალია,მ რომელსაც შესწევს ძალა, რომ კატალონიელები კიდევ უფრო გააძლიეროს. კარგი ურთიერთობა მაქვს საფეხბურთო აგენტ მინო რაიოლისთან და ფრანგის შეძენა თუ მოგვინდება, ის იდეალური შუამავალი იქნება”, - თქვა ლაპორტრამ.