ჰოლანდიის ნაკრების 31 წლის მცველი ჯონ ჰეიტინგა ანსტერდამის "აიაქსს" დაუბრუნდა. ეს ინფორმაცია ამსტერდამული გუნდის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა. ჰეიტინგა მშობლიურ გუნდში 2017 წლის ზაფხულამდე დარჩება.ჯონ ჰეიტინგამ გასული სეზონი ბერლინის "ჰერტაში" გაატარა, სადაც ბუნდესლიგაში 13 შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა. მანამდე მან თამაში ლონდონის "ფულჰემში", ლივერპულის "ევერტონში" და მადრიდის "ატლეტიკოშიც" მოასწრო.ჰეიტინგა აიაქსში იწყებდა თავის კარიერას და ი1 2001 წლიდან 2008წლამდე თამაშობდა.
ჰოლანდიის ნაკრებში ჯონ ჰეიტინგას 87 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი.





