კოლუმბიის ეროვნული ნაკრების და “სევილიას” თავდამსხმელმა კარლოს ბაკამ დაადასტურა, რომ მომდევნო სეზონში “მილანის” მაისურით ითამაშებს.
ამაზე უკვე ტავად ფეხბურთელმაც განაცხადა და საეჭვო აღარაფერია. “მილანი” სამხრეთამერიკელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს გადაიხდის. ჯერჯერობით უცნობია რამდენწლიან კონტრაქტს გააფორმებს ბაკა “როსონერისთან”.
“ტრანსფერს გაოფიციალურება სჭირდება, თუმცა მანამდე ვაცხადებ, რომ ყველაფერი მართალია, “მილანთან” შეთანხმებას მივაღწიეთ.” – განაცხადა კოლუმბიელმა ფორვარდმა .





